პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი მალტის რესპუბლიკაში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დღეს მალტის პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდება. დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, მესამე დღეა მალტაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დისკუსიის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.

მალტა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.