პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი პრეზიდენტს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მორიგ კრიტიკასაც გამოეხმაურა. „ზურაბიშვილი ვიდრე იტყოდა, რომ ბუჩამდე აფხაზეთში ომი იყო, ეს ომი ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა გადავიტანეთ, როცა ის საფრანგეთში ცხოვრობდა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება საზღვარგარეთ, რითაც ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს. შეგახსენებთ, რომ მმართველ პარტიას პრორუსული ხელისუფლება პრეზიდენტმა პარიზიდან უწოდა, სადაც ის ფილმის „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ჩვენებას და დისკუსიას დაესწრო.