ოპოზიციის გადაწყვეტილება და გეგმები

ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს.

პოლიტიკური ძალები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და, შესაბამისად, პარლამენტში მოხვდნენ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებენ. საკუთარი პოზიცია პარტიებმა და ბლოკებმა დღეს ცალ-ცალკე დააფიქსირეს. არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და მანდატებზე უარი გუშინვე დააანონსა ალეკო ელისაშვილმა, თუმცა დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. ოპოზიცია ბოიკოტის მიზეზად არჩევნების არალეგიტიმურობას ასახელებს. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებების მიუხედავად, ოპოზიციური სპექტრი ცესკო-ს შედეგებს გაყალბებულად აცხადებს და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით აქციებს გეგმავს.

მოამბე