ოპოზიცია საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იბარებენ.

აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საქართველოს“ მიერ დაყენებული საკითხის განხილვის შემდეგ დეპუტატმა ნინო წილოსანმა დააყენა.

კანონმდებლებს კითხვები საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვასა და საინვესტიციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით აქვთ.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა უმცირესობის საკანონმდებლო ინიციატივასაც, რომელიც დაგროვებითი პენსიის კანონის 2020 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს.