შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, მოსკოვი უკრაინული პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვას ცდილობს. რუსულმა სამხედრო ხომალდმა შავ ზღვაში სატვირთო ხომალდის ახლოს გაისროლა. დასავლეთის ქვეყნები შავ ზღვაში მოხვედრის მზარდ პოტენციურ საფრთხეებს პროგნოზირებენ და გემთმფლობელებისა და საქონლით მოვაჭრეებისთვის მსგავსი დაბრკოლებების შექმნას მომავალშიც არ გამორიცხავენ. ინციდენტი იმ მთავარ მარშრუტზე მოხდა, რომელსაც უკრაინა და რუსეთი საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გასატანად იყენებენ. რუსეთის ქმედებები უკვე შეფასდა უკრაინის პორტების ბლოკადად. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს პოლონეთი. ვარშავაში ომის მასშტაბის გაფართოებას არ გამორიცხავენ.