ომი უკრაინაში - 669-ე დღე

10 დაღუპული და 62 დაშავებული ხერსონში. გვიან ღამით, რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქზე 88 შეტევა განახორციელა. ღამის განმავლობაში საარტილერიო დანადგარებიდან და ტანკებიდან რუსმა სამხედროებმა 425 ჭურვი ისროლეს. ასევე გამოიყენეს უპილოტო აპარატები და ავიაცია. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის არმია ქალაქის საცხოვრებელი უბნების მიმართულებით ხსნიდა ცეცხლს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განხორციელებული შეტევა რუსული ტერორის ბნელ დღედ შეაფასა. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მათ 15 რუსული დრონიდან 14-ის ჩამოგდება შეძლეს.