ომი უკრაინაში - 569-ე დღე

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთმა დილიდან დრონების გამოყენებით მორიგი შეტევა განახორციელეს. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საშიშროება ვინიცას, ჩერკასის, ხმელნიცკის და ჩერნივცის რაიონებშიც არსებობს. პარალელურად, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი, ანდრეევკა გაათავისუფლეს. გენშტაბის ცნობით, ანდრეევკა კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად დაიბრუნეს. ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსებმა 26 თავდასხმა განახორციელეს სუმის რეგიონის სასაზღვრო რაიონზე. სულ 151 აფეთქება დაფიქსირდა.