ომი უკრაინაში

გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან შვიდის ჩამოგდება შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკოახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა ოდესმე შეძლებს ნატო-ს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი იყოს, რადგან ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი.