ომი უკრაინაში გრძელდება

ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ უკრაინის ქალაქებს. თავდასხმისას დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამჯერად, რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინის სამხრეთი იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა 44 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 32-ის ჩამოგდება შეძლეს. ამასთან ერთად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ ვითარება მარინკასა და ავდიივკაში გაუარესდა. რუსეთმა ამ მიმართულებებით შეტევები გააძლიერა. პარალელურად, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები მიუთითებენ უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე ზაპოროჟიესა და ბახმუტის რეგიონებში.