ნიკა მელიას საქმე – კომიტეტის სხდომა პარლამენტში

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი განიხილავს. საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კანონმდებლების შეკითხვებს პროკურორი პასუხობს. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ცნობილია, მათი შეფასებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მოამბე