მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“

ვინ ჩაუდგება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას სათავეში – „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ცნობილია რამდენიმე კანდიდატის ვინაობა, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ. საუბარი აქტიურად მიმდინარეობს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურაზეც, რომელსაც ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრაზე? – სალომე ქოქიაშვილის პირდაპირი ჩართვა.