მოლაპარაკებების მოლოდინში

დარჩა თუ არა მოლაპარაკებების რესურსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის? – მორიგი დიალოგის გამართვის თარიღი ჯერ ისევ უცნობია, თუმცა უკვე გარკვეულია, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე, პირველივე კვირაში უმრავლესობა ოპოზიციისათვის სადეპუტატო მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. ახლა მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად დაახლოებით ორი კვირა აქვთ. მთავარი სადავო საკითხი კი ისევ ღიად რჩება. მმართველი გუნდი და მათი ოპონენტები პოზიციებს კვლავ არ ცვლიან. იქნება თუ არა გადაწყვეტილებებში ოპოზიცია ერთიანი და როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა, ამ ეტაპზე შეთანხმებული არ არის.