#მოამბის ექსკლუზიური ინტერვიუ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ სასულიერო პირთან

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყნაში დღემდე არ დაფიქსირებულა. 30 ახალი პაციენტი 24 საათში, საერთო ჯამში კი დადასტურებული 296 შემთხვევა. მათ შორის 69 გამოჯანმრთელებული, სამი კი გარდაცვლილია.

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორისაა სასულიერო პირი. ის მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის. მისი ჩაწერა ექსკლუზიურად „მოამბემ“ შეძლო, ნათია ქენქაძე გვიერთდება.