მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა თეთრიწყაროში
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში, თეთრიწყაროში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. ადგილზე მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები. თეთრიწყაროში შეზღუდვების დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ. რა ხდება ადგილზე და დასრულდა თუ არა დროებითი პუნქტების მოწყობის სამუშაოები – რუსუდან ლოლაძის ჩართვა საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე