მინეაპოლისში კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს

მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით. სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი. მანამდე მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.