მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბრალდება, რომ თითქოს ის ტერაქტს ამზადებდა, აბსურდულია, რადგან უწყებას არანაირი ფაქტი არ გააჩნია.

რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერს, ის არ გამორიცხავს, რომ როგორც შვილმკვდარ მამას რაიმე ეთქვა, თუმცა მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ის ვინმეს მკვლელობას ამზადებდა.