მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ გამოიკითხება

ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ გამოიკითხება. დღეს დაგეგმილი პროცესის გადადება მისმა ადვოკატმა მოითხოვა.

ე.წ. მოდულის შენობაში ამ დრომდე რჩება მაჩალიკაშვილის თანასოფლელი ასლან მარგოშვილი.

საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს იოსებ გოგაშვილი, რომლის მიმართაც გამოძიების ვერსიით მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის მომზადება ჰქონდა განზრახული.