ბერლინში ლიბიის კრიზისზე მსჯელობენ

ბერლინში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო. ღონისძიებას არაერთი სახელმწიფო ლიდერი ესწრება, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ასევე  თურქეთის, რუსეთისა და ეგვიპტის პრეზიდენტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ლიბიის კონფლიქტის ორივე დაპირისპირებული მხარე.  კონფერენციის გამო, ბერლინში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ღონისძიებას 800-მდე ჟურნალისტი აშუქებს. აღსანიშნავია, რომ ბერლინის საერთაშორისო კონფერენციას წინ უძღოდა რუსეთში გამართული მოლაპარაკებები, სადაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.