ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ახალი სახეები წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეები. პარტიის თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა ისინი საზოგადოებას წარუდგინეს. ზაზა გოგავა სამდივნოში დაიკავებს ადგილს, მამუკა ყურაშვილი კი თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში. ხაბეიშვილის თქმით, ახალი წევრების წარდგენა პარტიის გაძლიერებას ემსახურება.