ლევან ახვლედიანი და ნათია თურნავა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს აფასებენ

ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის წაყენებულ ბრალდებას და მიმდინარე სამართლებრივ პროცესს ანაკლიის პორტის პროექტის დაზიანების მცდელობად აფასებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი.

ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთავრობასთან კომუნიკაციის გზით, პროექტი ჩიხში არ შევიდეს.

პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც ამბობს, რომ პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება.