კონფერენცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ

„უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ – ამ სახელწოდების კონფერენცია სამმა ორგანიზაციამ – „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ გამართა. ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენციის მიზანია, დიალოგისა და დისკუსიის სივრცის უზრუნველყოფა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე არსებობს კითხვები და არ არსებობს საჯარო დიალოგის ფორმატი. მათი განცხადებით, კონფერენცია როგორც მთავრობასთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან დისკუსიის დაწყებას ემსახურება.