ხმაური გორის საკრებულოში

ხმაურიანი სხდომა გორის საკრებულოში.

მერიის რეორგანიზაციის საკითხი 14 ხმით დამტკიცებულია. საუბარია შტატების შემცირებაზე. კენჭისყრამდე უმრავლესობის სამმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზი დატოვა. თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც მათგან ერთერთმა პროცესში მონაწილეობა მიიღო, მისი ხმა კი საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.