კახი კალაძე სამშენებლო კომპანიებს მიმართავს

დედაქალაქის მერი სამშენებლო კომპანიებს მიმართავს და მოუწოდებს, თბილისში არსებული დაუსრულებელი შენობა-ნაგებობების პრობლემის გადაჭრაში აქტიურად ჩაერთონ.

კახი კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომიდან დეველოპერებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მერის ინფორმაციით, სულ თბილისში 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგებობაა, დაზარალებული მოქალაქეები პრობლემის მოგვარებას ელოდებიან და კახი კალაძეს იმედი აქვს, რომ  ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციითა და ბიზნესთან თანამშრომლობით, დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა მოგვარდება.