ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც უკვე თითქმის ორი კვირაა აქციებს მართავენ, აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ. სწორედ ეს არის აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო ასევე მზად არის, დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა. … ვრცლად ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება