ირაკლი კობახიძე ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს ეხმაურება

ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოკვლევა სამართალდამცველების პრეროგატივაა და პარლამენტს მხოლოდ ზედამხედველობის გაწევა შეუძლია.

რაც შეეხება ოპოზიციას, უმცირესობაში აინტერესებთ, რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრემიერმა და მისი გუნდის წევრებმა თანამდებობები დატოვეს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დაკითხვის შემდეგ, პროკურატურა ახლა უწყების დოკუმენტაციით ინტერესდება. მიმდინარე პროცესს ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროშიც და გამოთხოვილი კონკრეტული დოკუმენტების შესახებ, დაწვრილებით ოფიციალურ განცხადებაში წერენ და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის, სრულ მზადყოფნასაც გამოთქვამენ.