ინციდენტი ხაშურის სტადიონზე

ხაშურის ივერიასა და კლუბ გლდანს შორის შეხვედრაზე ტრიბუნიდან ბოთლი ისროლეს. მეკარემ მისი გადაგდების დროს ფეხბურთელს მოარტყა. დაშავდა ხაშურის თავდამსხმელი. მას ორი ნაკერი დასჭრიდა. ინციდენტს გულშემატკივრების მხრიდან დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩი აღარ დაასრულა. მომხდარზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. შესაძლოა, ქომაგის ასეთი საქციელის გამო, ხაშურის ივერიას ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.