ილია წინამძღვრიშვილის დაარსებული სასწავლებლის დღევანდელობა - 17 ნოემბერს, 12:15 საათზე, „ფერმა“

„ფერმა“ გიამბობთ, თუ რა როლი აქვს განათლებას სოფლის მეურნეობაში. ესტუმრეთ წინამძღვრიანთკარის საზოგადოებრივ კოლეჯს. ნახეთ როგორ ეუფლებიან აგრარული მიმართულების პროფესიებს ადამიანები, ვინც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილი უნდა შეიტანონ. გაიგეთ როგორია დუალური პროგრამის პრინციპები და რას ნიშნავს პრაქტიკულ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. 135-წლიანი ისტორია და ილია წინამძღვრიშვილის დაარსებული სასწავლებლის დღევანდელობა;

გაიგე მეტი საწველი აპარატების შესახებ. რით აუმჯობესებენ ისინი მერძეული ფერმის პროდუქტიულობას, როგორია საწველი დარბაზების მოწყობის პრინციპები და რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა მესაქონლეობის თანამედროვე მეურნეობის შექმნისას;

წინაპრების სახლში დაბრუნებული ორი მეგობარი, რომლებიც ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა. რუბრიკაში „არტიშოკი“ ნახეთ გაცოცხლებული რეცეპტებისა და მრავალფეროვანი გემოს ნაზავი, სიძველისა და თანამედროვე არტის შეხვედრა არმაზულ სამოთხეში – კვირას, 17 ნოემბერს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა“.