„იდეალური დედა“ პირველ არხზე

ახალი ქართული სერიალი მთელი ოჯახისათვის პირველ არხზე 4 მარტიდან იწყება.

მრავალი წლის შემდეგ პირველად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალსერიან ქართულ სერიალს წარმოგიდგენთ. „იდეალური დედა“ იტალიური ყოველდღიური სერიალის ანალოგია, რომელიც ტელეარხ „რაიზე“ გადის ეთერში.

60 სერიანი ქართული სერიალის გადაღებები ახლაც მიმდინარეობს.

ლიზა ციციშვილი მოგიყვებათ, როგორია მთავარი გმირის, ბლოგერი მაკასა და მისი ოჯახის ყოველდღიური ყოფა. ნახეთ რეპორტაჟი იუმორისტული, სოციალური და რეალისტური სერიალის გადასაღები მოედნიდან.

დატოვე კომენტარი