გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიის ახალი შენობა გაიხსნა

თბილისში გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიის ახალი შენობა გაიხსნა.

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გარემოს მდგომარეობის მონიტორინგს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ახორციელებს და გააჩნია მონაცემთა უნიკალური ბაზები.

თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ახალი შენობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ლაბორატორიაში იგეგმება უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა, რაც შესაძლებელს გახდის როგორც მყარი და თხევადი ნარჩენების სახიფათოობის დადგენას, ასევე, შესაფუთი მასალების ხარისხის კვლევებს და აზბესტშემცველი მასალების შესახებ რიგი კვლევების ჩატარებას.