გახელაძის სასამართლო პროცესი

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო 5 თებერვალს გაგრძელდება. ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო. ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლო პროცესი. როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ზაზა გახელაძის მეუღლემ განაცხადა, მას მეუღლის გათავისუფლების იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხში დაიჭრა. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს ე.წ. წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.