ფორუმი ბათუმში

ბათუმის ბულვარი სანაპიროსთვის „ლურჯი დროშის“ მოპოვებას ცდილობს. ეს საერთაშორისო სტატუსია, რომელიც ეკოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად, უმაღლესი ხარისხის საპლაჟო ინფრასტრუქტურის არსებობას გულისხმობს.

დასავლეთ ევროპის ცნობილი საზღვაო კურორტების დიდ ნაწილს აქვს მინიჭებული ლურჯი დროშა და იგი ევროპელი ტურისტებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს.

„ლურჯი დროშის“ საერთაშორისო პროექტში ჩასართავად ბათუმის ბულვარმა კონკრეტული სამუშაოები უკვე დაიწყო.