ფარული ჩანაწერების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებული პირების საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების ფაქტზე 19 ადამიანია დაკავებული.