ევროკავშირმა ყულევის ტერმინალი სანქციათა პაკეტიდან ამოიღო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. მისი განმარტებით, საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმი და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. იოსელიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპულ სტრუქტურებს სრული ინფორმაცია მიაწოდა, რის შედეგადაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მეოცე პაკეტში.