ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. „ქართულ ოცნებას“ ამ შეხვედრისგან პოზიტიური მოლოდინები არ აქვს. მათი შეფასებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან ქართული საზოგადოების მისამართით მხოლოდ სიცრუე ისმის და ზეწოლა ხდება.