ერეკლე კოდუას საქმეზე ედიშერ კობახიძე დაიკითხა

ერეკლე კოდუას საქმეზე სასამართლოში ფინანსური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე დაიკითხა. მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს ფინანსური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედის“ შენობის პერიმეტრს იცავდა, ეს ბრძანება კი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის იმჟამინდელმა უფროსმა, დავით ქარსელაძემ გასცა. მოწმის თქმით, მას შენობაში ერეკლე კოდუა არ უნახავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი იქ იმყოფებოდა. ერეკლე კოდუას ორ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი. ამჟამად ის ოფიციალურად ძებნილია.