ჟენევის ფორმატის მომავალი

სერგეი სკრიპალის მოწამვლის გარდა, რუსეთმა მსოფლიო ლიდერების მწვავე გზავნილები არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოც მიიღო, თუმცა მოსკოვი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას გაურბის და თბილისს ურჩევს, სწრაფი დასკვნები არ გააკეთოს. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დადასტურდა ჟენევაში, სადაც გრიგორი კარასინი 10 წლის წინ შექმნილი მოლაპარაკებების ფორმატის რეფორმირებაზე ალაპარაკდა. სერგეი ლავროვის მოადგილემ ახსენა ორთვიანი მოსაფიქრებელი ვადაც.

როგორ პასუხობს თბილისი რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილის შეთავაზებას – ქეთევან ქარდავა დეტალებით.