დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. მეთორმეტე კლასელები ტრადიციულად დღეს სკოლებში ბოლო ზარზე თეთრი პერანგებით მივიდნენ, სადაც მათ ავტოგრაფებს, სურვილებს კლასელები და მასწავლებლები უტოვებენ. მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს განათლების მინისტრი. მინისტრი თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას ესტუმრა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს წარმატებები ისურვა. დღეს საქართველოს სკოლებში სწავლას 42 738 მეთორმეტე კლასელი ასრულებს.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე