ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩა გლოვისა და სოლიდარობის ადგილია. ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებით არის სავსე. დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ახლობლები, მეგობრები, ქალაქის მცხოვრებლები. ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ დღეს დაღუპული მოზარდების თანაკლასელებიც. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. პარალელურად, სიტუაციას სწავლობენ სპეციალისტები, სწორედ ექსპერტებმა უნდა თქვან არის თუ არა კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. … ვრცლად ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ