არასამთავრობოების საკონსტიტუციო სარჩელი
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. სარჩელი უკვე მზადაა და მას სასამართლოში დღის ბოლომდე შეიტანენ. ისინი ითხოვენ, რომ დროებით შეჩერდეს კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება. გარდა ამისა, მესამე სექტორის მხრიდან მზადდება კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქნება გაგზავნილი.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე