არასამთავრობოები სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმებზე

რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს მომავალი ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის კანდიდატის ნომინირების წესებზე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ომბუდსმენის არჩევა არის ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც სტატუსის მისაღებად არის საჭირო. მათივე შეფასებით, მთავარი პრინციპი ამ პროცესში ინკლუზიურობა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობაა. კრიტერიუმების დადგენის შემდეგ კი ამ პუნქტების შესაბამისად შერჩეულ კანდიდატს პარლამენტს შესთავაზებენ.