არახამიას გზავნილი - პოლიტიკური შეფასებები

აპირებს თუ არა ქართულ პოლიტიკაში ჩართვას დავით არახამია და რა სახით ითანამშრომლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის მორიგი გზავნილი, ამჯერად უკვე ქართულ ენაზე. გპირდებით ჩემს პრეზიდენტთან ერთად დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში, – წერს არახამია.

„სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის საკუთარ მიზნებზე აკეთებს აქცენტს. საქართველოში ხალხს სურს ევროპა, ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა, როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, ძნელი იქნება მიზნის მიღწევა, როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში რჩებიან“. არახამია საქართველოს ხელისუფალს აკრიტიკებს და ქართველებს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დახმარებას ჰპირდება.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ბოლო პერიოდში არახამიას კიდევ უფრო გააქტიურებამ პოლიტიკურ სპექტრში ეჭვი გააჩინა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში შემოსასვლელად ემზადება.