აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. ისინი კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. მათი განცხადებით, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, აქციები არ შეწყდება. შეკრებილები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერისგან განცხადებას ელოდებოდნენ, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია. თათია მაყაშვილი დეტალებით.