ბათუმში სტუდენტების ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებს. აქციაში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ხელოვნების უნივერსიტეტისა და რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მონაწილეობს. ისინი ბოიკოტს უცხადებენ სასწავლო პროცესს. აქციას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილიც შეუერთდა. სტუდენტების განმარტებით, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან მიიღეს დაპირება, რომ ამ დღეებში ლექცია-სემინარების გამოტოვება, გაცდენებად არ ჩაეთვლებათ. მოამბე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე