ანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს გირგვლიანის სახელით მანიპულირებას თავი დაანებონ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ქართულ ოცნებას მოუწოდებს გირგვლიანის სახელით მანიპულირებას თავი დაანებონ. ანა ნაცვლიშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების – ე.წ. გირგვლიანის შესწორებების მიღების ინიციატივით გამოდის.

ახალი ინიციატივა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.