ახალი კომპანია საქართველოს ავიაბაზარზე

საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო. პირველი რეისი კომპანიამ გვიან ღამით, თურქეთიდან საქართველოში შეასრულა. რეგულარულ რეისებს წინ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხრიდან ორწლიანი მოლაპარაკებები უძღვოდა. SunExpress-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში 5-ჯერ იფრენს.