ახალი პროექტები დედაქალაქში

თბილისში ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება.

იგეგმება დედაქალაქის სავიზიტო ბარათის, თბილისის ტელე-ანძის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია და მუხიანში მდებარე რადიო-ქალაქის მშენებლობა. მერიამ ბიზნეს-სექტორს საკუთარი ხედვა და სატენდერო პირობები გააცნო. ტენდერში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე კომპანიამ, რომლებსაც ანძის შემთხვევაში ტერიტორიის იჯარით აღება და 10 მილიონი დოლარის ინვესტირება მოუწევთ. ორჯერ მეტ თანხად არის შეფასებული რადიო-ქალაქის პროექტი.

გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა ორივე პროექტის კონცეფციით.