პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა – საკითხზე მომზადებულ ანგარიშს, ომბუდსმენი კანონმდებლებს აცნობს. მოსმენა პარლამენტში მიმდინარეობს. აქცენტი ოთხ პენიტენციურ დაწესებულებას შეეხება. შეხვედრის ინიციატივა, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს, ნინო ლომჯარიას ეკუთვნის. კითხვებს პასუხობს თეა წულუკიანიც.