42°პარალელი - ცვლილებები აღმოსავლეთის ფრონტზე

15 ნოემბერს ხელი მოეწერა მრავალმხრივი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობის ხელშეკრულებას. სიმბოლურია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 30% მოიცავს და ორ მილიარდზე მეტ ადამიანს აერთიანებს, კორონაკრიზისის პიკზე მოხდა, როდესაც ქვეყნები უფრო მეტად იკეტებიან და ყურადღება ეროვნული ეკონომიკების აღდგენის საკითხებზე გადააქვთ. უფრო მეტიც, ბედის ირონიით, RCEP-ს ხელმოწერა დროში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკური კარიერის დასასრულს დაემთხვა. მან ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის ამბიციური პროექტი, რომელსაც აზია-წყნარი ოკეანის აუზში ინტეგრაციის მთავარი ვარსკვლავის წოდებას ჰპირდებოდნენ, ნოკდაუნში საკუთარი ხელი გააგზავნა. რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში და რას გვეუბნება იგი სამყაროს ახალი წესრიგის შესახებ

42° პარალელი

დატოვე კომენტარი