42° პარალელი - თურქული მოდელის განვითარების ისტორია

ნატოს, ევროპის საბჭოს და ეუთოს ძველი წევრი თურქეთი ასწლეულის განმავლობაში ღრმად ინტეგრირდა დასავლეთის პოლიტეკონომიკურ სივრცეში. იგი იყო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დასავლური პოლიტიკურ-ცივილიზაციური ღირებულებები ინკორპორირდეს მუსლიმურ ქვეყანაში და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. თუმცა ბოლო დროს „თურქული მოდელი“ სულ უფრო ხშირად ასოცირდება დესეკულარიზაციასთან, ისლამური მოძრაობების სოციოკულტურულ ექსპანსიასთან, ევროპასა და აშშ-ში თურქული დიასპორების აქტივიზაციასთან. ქვეყნის შიდაპოლიტიკური პრობლემების გამწვავებამ და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ხელში პირადი ძალაუფლების კონსოლიდაციამ დევესტერნიზაციის და ავტორიტარიზმის ტენდენციების სტიმულირება მოახდინა. სიუჟეტში მოგითხრობთ ე.წ. თურქული მოდელის განვითარების შესახებ

 

42° პარალელი

 

დატოვე კომენტარი