42° პარალელი - საბრძოლო მოქმედებების ეკრანი

2014 წელს გამოვიდა კომპიუტერული თამაში Valiant Hearts: The Great War, რომელიც პირველ მსოფლიო ომში რამდენიმე ჯარისკაცის ბედზე მოგვითხრობს. თამაშზე საუბარი სათამაშო პრესას გაცდა: აღმოჩნდა, რომ ვიდეოთამაშებს რომანების და ფილმების მსგავსად შეიძლება პაციფისტური სულისკვეთება გააჩნდეთ. ხალხის გაოცება გასაგებია, თუ გავიხსენებთ კომპიუტერული თამაშების და განსაკუთრებით მისი აქტიური მოთამაშეების რეპუტაციას. ათწლეულობით გეიმერები ითვლებოდნენ სოციალური ბოროტების, ესკაპიზმის და სისასტიკის გამოხატულებად, ხოლო თამაშები, განსაკუთრებით კი შუთერები – ძალადობის წყაროდ. Valiant Hearts-ისადმი ინტერესმა აჩვენა, რომ კომპიუტერული თამაშები ომს სხვა მხრიდანაც წარმოაჩენენ. იხილეთ რეზი ქოიავას სიუჟეტი კომპიუტერული თამაშების შესახებ.

42° პარალელი

  

დატოვე კომენტარი